დაბრუნებისა და ხელშეკრულებიდან გასვლის პოლიტიკა
1. ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება
1.1. „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად, მომხმარებელს უფლება აქვს ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე თქვას უარი დისტანციურ ხელშეკრულებაზე 14 კალენდარული დღის განმავლობაში.
2. გამონაკლისები უარის თქმის უფლებიდან
2.1. კანონის მე-14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 14-დღიანი უარის თქმის უფლება არ მოქმედებს, თუ:
მომსახურების გაწევა სრულად განხორციელდა ან დაიწყო მომხმარებლის წინასწარი თანხმობით, და მომხმარებელმა დაადასტურა, რომ ამით კარგავს ხელშეკრულებიდან გასვლის უფლებას.
თუ მომხმარებელმა უკვე გამოაქვეყნა ლისტინგი და ის ხელმისაწვდომი გახდა საჯაროდ.
3. თანხის დაბრუნების პროცედურა
3.1. თუ მომხმარებელმა განახორციელა გადახდა, თუმცა ტექნიკური ხარვეზის გამო ვერ ისარგებლა მომსახურებით, ან კანონით დადგენილ 14 დღიან ვადაში განაცხადა უარი (მომსახურების ფაქტობრივ დაწყებამდე), თანხა სრულად დაუბრუნდება იმავე ბარათზე, რომლითაც განხორციელდა გადახდა, 14 კალენდარული დღის ვადაში.
3.2. თანხის დაბრუნების განაცხადის გასაგზავნად მომხმარებელმა უნდა მიმართოს მხარდაჭერის გუნდს ელ-ფოსტაზე: listings.ge@gmail.com ან ტელეფონზე: +995 579 09 13 96.
3.3. დაბრუნება ხორციელდება საქართველოს ბანკის მეშვეობით. ბარათის ანგარიშზე თანხის ასახვის ვადა შესაძლოა დამოკიდებული იყოს ბარათის გამცემ ბანკზე.
4. მომსახურების მიწოდების პოლიტიკა
4.1. listings.ge არის ციფრული მომსახურება. ფიზიკური ნივთის მიწოდება არ ხორციელდება.
4.2. წვდომა შერჩეულ პაკეტზე აქტიურდება ონლაინ, წარმატებული გადახდის დადასტურებისთანავე, მომხმარებლის ანგარიშში.
4.3. გამოწერის გაუქმება შესაძლებელია ნებისმიერ დროს ანგარიშის გვერდიდან; გაუქმება ძალაში შედის მიმდინარე გადახდილი პერიოდის ბოლოს.